"ვერ ამოყავდათ დაჩეხილი ხალხი, სამაშველო, სასწრაფო , სახანძრო ეკიპაჟები იყვნენ" - საშინელი ავარია გლდანის ხიდებთან

დრონი.ჯი-სთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ, გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე დაახდიღმის ყოფილი ავტობაზრობასთან ახლოს საშინელი ავარია მოხდა.

ამის შესახებ ერთ-ერთმა ფეიზბუქ მომხმარებელმაც დაწერა:

„უმძიმეს ავარიას შევესწარი 2 საათის წინ ...ვერ ამოყავდათ მანქანიდან საცოდავები იმდენად იყო მანქანა დაკუჭული დაჭეჭყილი იყო ამხელა მანქანა. საცოდაობა ვნახე ...სუფრიდან ნასვამი მძღოლი მართავდა ერთ მანქანას და უკან მეორე შეასკდა ერთი სუფრიდან იყვნენ ისიც ნასვამი მძღოლი იყო ,მეორეც...ისე კიოდა ერთი გოგო განწირული ...სამაშველო, სასწრაფო , სახანძრო ეკიპაჟები , პოლიციის ეკიპაჟები ,უბრალო გამვლელი ხალხი გადმოხტნენდა ვერ ატრიალებდნენ დაჭეჭყილ მანქანას და ვერ ამოყავდათ დაჩეხილი ხალხი ...თავს ძალით იკლავენ ნასვამი მძღოლი თვითონ იღუპავს თავს და ღუპავს სხვებსაც“ - ამ ინფორმაციასთან ერთად ფეისბუქ მომხმარებელმა ადგილიდან ვიდეოებიც ატვირთა. (სამწუხაროდ ვიდეოს წამოღება არასაჯარო ინფორმაციის გამო ჩვენ ვერ მოვახერხეთ)

ჩვენ ავარიის დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით.

უწყებაში აცხადებენ რომ გუშინ, გვიან ღამით, გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს მერსედესის და დაიჰაცუს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ისინი ერთი მანქანის მგზავრები იყვნენ. შსს-ს განცხადებით არავინ გარდაცვლილა, თუმცა არის ხუთი დაშავებული, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ხუთივე დაზარალებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. გამოძიება მიმდინარეობს 276- ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარი