სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპეცოპერაცია პრემიერის სახლზე თავდამსხმელის დასაკავებლად - როგორ დააკავეს 32 წლის კაცი

სპეცოპერაცია პრემიერის სახლზე თავდამსხმელის დასაკავებლად. სოციალურ ქსელში 32 წლის გიორგი გოჩიტაშვილის დაკავების კადრები ვრცელდება. ვიდეო მასალა კახეთის გზატკეცილზეა გადაღებული. კადრებში გომელაურის უწყების 15-მდე თანამშრომელი ჩანს. ისინი სავარაუდო დამნაშავეს ძალის გამოყენებით აკავებენ. ამ ფაქტის თვითმხილველი მოქალაქეების გაყვანას კი შემთხვევის ადგილიდან ცდილობდნენ. 32 წლის ბრალეული ახლა ციხეშია, მას ცოტახანში სასამართლოში გადაიყვანენ. რატომ შეეჯახა კამაზით პრემიერის სახლს? გოჩიტაშვილი ჯერ დუმს და არაფერს ამბობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100