სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამა ნიკოლოზი ყვება, როგორ აიძულეს პროკურორებმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიეცა

ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვიდეოჩანაწერს ავრცელებს. კადრებში ასახულია მღვდელი მამა ნიკოლოზი, რომელიც ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მსახურობს.

სასულიერო პირი იხსენებს 2013 წლის 12 აგვისტოს მომხდარ ფაქტს, რომლის მიხედვითაც, პროკურატურის გამომძიებლის მხრიდან მასზე ზეწოლა და მუქარა განხორციელდა. მამა ნიკოლოზის თქმით, გამომძიებლები მისგან ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას მოითხოვდნენ.

"ისინი ითხოვდნენ ჩვენების მიცემას. ჩვენება შეეხებოდა ალანიას, ღაჭავას, ბიბილურიძის, აფციაურის სასჯელის მოხდის პერიოდს. ისინი ითხოვდნენ ჩემგან არარსებული ფაქტების დადასტურებას, რომ ცრუ ჩვენება მიმეცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ", - აცხადებს მამა ნიკოლოზი.

მისი თქმით, 4 პირი მასზე დამაბნეველი კითხვებით ზემოქმედებდა. "პირდაპირ, მუქარით მითხრეს, რომ თუ არ მოხერხდებოდა იმ ფაქტების დადასტურება, რაც მათ აწყობდათ, მოხდებოდა ციხის ყოფილი თანამშრომლის, 7 პირის, მათ შორის, ჩემი დაკავება", - განაცხადა მამა ნიკოლოზმა. მისივე თქმით, მან ცრუ ჩვენებას ხელი მოაწერა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100