სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი კობახიძე: გირგვლიანის მკვლელობა არ იყო ის, რაც ხდება დღეს - ოპოზიციამ ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ოპოზიციამ ბიუროს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. გადაწყვეტილება საპარლამენტო უმცირესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბიუროს სხდომაზე კენჭი არ უყარეს საკითხს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხებოდა.

პლენარულ სხდომაზე, რომ მივდივართ ამ საკითხზე ვმსჯელობთ თუ არა? ამ წუთის მოცემულობით როგორც კი ბიურო დასრულდება ეს საკითხი ვერ მოესწრება,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას უთხრა, რომ ამ ეტაპზე მმართველმა გუნდმა კონსულტაციები უნდა გაიაროს. რაზეც ოპოზიცია არ დაეთანხმა და ბიუროს სხდომის დატოვებამდე ელენე ხოშტარიამ პარლამენტს "კანტორა უწოდა.

მის საპასუხოდ კი ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანტორა პარლამენტი მაშინ იყო, როდესაც გირგვლიანის თემაზე არ შექმნა საგამოძიებო კომისია.

ქალბატონო ელენე, კანტორა იყო პარლამენტი თავის დროზე, როდესაც გირგვლიანის მკვლელობაზე არ შექმნა საგამოძიებო კომისია. გირგვლიანის მკვლელობა არ იყო ის, რაც ხდება დღეს. ეს იყო ხელისუფლების მიერ ჩადენილი შეთქმულება ერთი კაცის წინააღმდეგ და იქ არ შემქნა "ნაციონალურმა მოძრაობამ" საგამოძიებო კომისია. ეს სრულიად სხვა შემთხვევაა,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100