სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამინისტრომ 13 ანსამბლს 215 სასცენო კოსტიუმი გადასცა

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე ფოლკლორული ანსამბლების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში 13 ფოლკლორულ ანსამბლს 18 სახეობის 215 სასცენო კოსტიუმი და აქსესუარი გადაეცათ.

„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია ქართული ფოლკლორის შენარჩუნება და პოპულარიზაცია. ასევე, მნიშვნელოვანია ფოლკლორის წარმომადგენლებისათვის სათანადო პირობების შექმნა. სწორედ ამ მიზნით დღეს მუნიციპალეტეტების კულტურის ცენტრებთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებს მათთვის საჭირო სასცენო კოსტიუმები და აქსესუარები გადავეცით“ - აღნიშნა ნათია სირაბიძემ.

სასცენო კოსტიუმები ანსამბლებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,ფოლკლორის ხელშეწყობა“ ფარგლებში გადაეცათ.სასცენო კოსტიუმების საერთო ღირებულებამ შეადგინა 49 998 ლარი.

ასევე პროგრამის ,,ფოლკლორის ხელშეწყობის“ ფარგლებში მიმდინარე წელს სასცენო კოსტიუმები გადაეცემათ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის გამარჯვებულ 15 ანსამბლს. პროგრამის ბიუჯეტია 100 000 ლარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100