25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა ვეფხია ბაქრაძის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა

თაკო გამრეკელაშვილი მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მარსაგაშვილმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული არ აღიარებს იმ დამამძიებელ გარემოებებს, რის გამოც ეს კვალიფიკაცია მიიღო გამოძიებამ.

შეგახსენებთ, მკვლელობაში ბრალდებულ ბაქრაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორე წევრის განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ბარნოვის ქუჩაზე მამინაცვალმა თაკო გამრეკელაშვილს შვილების თვალწინ გამოჭრა ყელი.

კომენტარი