სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გამონახეთ კეთილი სიტყვები, რომლებიც ყველა ”გულის კარს” გააღებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. მისი სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ.

კურო
დილით დაისვენეთ, გამოიძინეთ, განსაკუთრებით ქალბატონებმა. მოერიდეთ კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას. საღამო კარგია მეგობრული შეკრების მოსაწყობად.

ტყუპი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მთავარია, გვერდით კარგი თანამოაზრე გყავდეთ. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე დადგებით. მზრუნველობით გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი.

კირჩხიბი
თავგადასავლებისთვის ხართ მზად; დაკვირვებულად იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ ბინის მოწყობას, შეიძინეთ საოჯახო ნივთები. არ გამოაკლდეთ მეგობრულ წვეულებას.

ლომი
კარგი დღეა მეგობრული და ნათესაური წვეულების მოსაწყობად, სილამაზის სალონში სტუმრობისა და მგზავრობისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

ქალწული
ნუ გაიხსენებთ წარსულს; განსაკუთრებით, უსიამოვნოს. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. პარფიუმერისა და საოჯახო ნივთების შესაძენად.

სასწორი
მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. საღამოს დაესწარით მეგობრულ, ელიტურ წვეულებას. უხამს წინადადებაზე ნუ მოგერიდებათ უარის თქმა.

მორიელი
აკონტროლეთ ქცევა და მანერები. კარგი დღეა საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად. საღამოს მოერიდეთ ხმაურიან წვეულებას და სასიყვარულო შეხვედრა დაგეგმეთ.

მშვილდოსანი
დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება/დასრულებას დაუთმეთ. შუადღისკენ ამოსუნთქვას შეძლებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

თხის რქა
სამსახურის საქმეების პარალელურად ბინის კეთილმოწყობისთვისაც მოიცალეთ. დეკემბერში დაბადებულები მოერიდეთ ეჭვიანობასა და ნევროზულობას.

მერწყული
დილას ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. მიჰყევით დინებას, მოაგვარეთ ყოველდღიური ვალდებულებები. შეიძლება გაგიმძაფრდეთ გრძნობები ყოფილი შეყვარებულის მიმართ.

თევზები
ნუ ხართ გაღიზიანებული. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე დადგებით. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აავსეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100