,,მკვლელობები არასრულწლოვნებს, ოჯახის წევრებს შორის - არ უჩანს დასასრული სისასტიკეს..."

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე საქართველოში გახშირებული მკვლელობების თემას ეხმაურება.

„კიდევ ერთი მკვლელობის შესახებ გავიგეთ.

ამჯერად, 19 წლის ბიჭს მოუსწრაფეს სიცოცხლე.

მოკლედ, არ უჩანს დასასრული სისასტიკეს...

მკვლელობები არასრულწლოვნებს, ოჯახის წევრებს შორის...

ყაჩაღობა, ქურდობა, ძარცვა...

რა გვჭირს?

კარგია რომ სტატისტიკას შედარებით აღარ ვალამაზებთ და აღარ ვამბობთ რომ ყველაფერი კარგადაა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი.

ვცადეთ ე.წ. რეიდებიც, მაგრამ ეშველა რამე კრიმინალს, რომელიც მართლაც რომ „შესანიშნავ მდგომარეობაშია“?

პრობლემა კვლავ არსებობს საზოგადოებაში და პრობლემა კვლავ არსებობს პოლიციაში.

სამართალდამცავ სტრუქტურებს უჭირს კომუნიკაცია ხალხთან.

ფუნდამენტურადაა შესაცვლელი შსს-ს მიდგომა დანაშაულისადმი.

აბსოლუტურად ახლიდანაა დასაწყები ხიდის მშენებლობა პოლიციასა და საზოგადოებას შორის.

ამ მხრივ, სერიოზული ჩავარდნა აქვს სხვა ძალოვან უწყებებსაც, რასაც თავისი ნეგატიური შედეგები ყოველთვის მოსდევს“, - აცხადებს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე.

კომენტარი