ჰაკერებმა "სამეფო კარის თამაშების" მსახიობთა მობილურის ნომრები და მისამართები გამოაქვეყნეს

ჰაკერების მიერ HBO-სთვის მოპარულ ფაილებში, "სამეფო კარის თამაშების" ახალი სეზონის სცენარების გარდა, მსახიობთა პირადი მონაცემებიც ინახებოდა, მათ შორის მათი ელექტრონული ფოსტისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართები და მობილურის ნომრები.

კიბერდამნაშავეებმა ეს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian- ი ავრცელებს.

7 აგვისტოს ჰაკერებმა "სამეფო კარის თამაშების" კიდევ ერთი სერიის სცენარი გაავრცელეს და გაჟონვების შეწყვეტის სანაცვლოდ გამოსასყიდი მოითხოვეს და კომპანიას სამი დღის ვადა მისცეს.

კომენტარი