ბიძინა ივანიშვილი „ვაშინგტონ პოსტს“ აკრიტიკებს (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილი:

"საოცარია, როგორ დაიბეჭდა ასეთი წერილი. ჩვენი პრეზიდენტი ამას აკეთებს და ეს სისტემა აწყობილი აქვთ. იბეჭდება რაღაც გაურკვეველი წერილები და იქაც ჩვენ გავაკეთებთ რეაქციას. მოხდება მათთან დაკავშირება. ჩვენ „ვაშინგტონ პოსტი“ არ გვეპატიჟება, გვეპატიჟება ამერიკის ხელისუფლება.

გაზეთს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ იქაც ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ობიექტურობას, მე დასკვნას არ გავაკეთებ და თუ ამის მსგავსი მცდელობაა გაზეთის მხრიდან, რეაგირებას გავაკეთებთ, დავუკავშირდებით და მოვთხოვთ პასუხს, რის საფუძველზე გააკეთა ეს დასკვნები. მარტო სააკაშვილმა უკარნახა, თუ კიდევ ეხმარებოდა ვინმე, მაგალითად მრჩეველი ჰყავს, გლუკსმანი, ასეთ საკითხებით არის დაკავებული.

ეს არის მაგათი პრინციპების კოჰაბიტაცია, ჩვენზე პასკვილები, ასე თანამშრომლობენ ახალ ხელისუფლებასთან, ამ დროს ჩვენ გვიგეგმავენ წითელი ხაზები გავავლოთ"

კომენტარი