მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901, 599 877 908
სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
სარეკლამო ბანერების ფასები
სარეკლამო ადგილი - 28
400 x 100
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ბლოგები
"ცხო­რი! ცხო­რი! ცხო­რი!"
ახლა კითხულობენ

დღეს, სწორედ ამ წამს შენ მომენატრე  

შარზე ვარ, ცხოვრებას ვაკვდები ნერვებით...  

ეს ლექსი გრიგოლ აბაშიძემ საყვარელი ქალის გათხოვებას მიუძღვნა  

მამა პეტრეს სულისშემძვრელი ლექსი: წუხელის წვიმას გაჰყვა გოგონა  

სვანი პოეტის ლექსი ღმერთზე  
სარეკლამო ადგილი - 7
200 x 120

„თბილისი ოდითგანვე ჭორების ქალაქი იყო“ - სახალისო ისტორია ლეგენდარული ქართველი მსახიობის ცხოვრებიდან 

აი რას ამბობდნენ მუსიკის შესახებ გენიოსები 

მოდურად ჩაცმის მოყვარული რუსი გოგონების საყვარელი ქართველი დიზაინერი 

3 აგვისტოდან Volkswagen-ის ოფიცილური ცენტრი დიდ ფასდაკლებებს იწყებს. 

უეფას სუპერ თასის ვნებათაღელვა ნისანთან ერთად 

2016 წლის მიცუბიში აუთლენდერი უკვე საქართველოშია 
სარეკლამო ადგილი - 8
200 x 336
სარეკლამო ადგილი - 12
200 x 120
მეოცე საუკუნის ბებია – სესილია თაყაიშვილი
ცირა ამონაშვილი
22:13 17.09.2010

ალბათ, ბევრჯერ გაგხსენებიათ საკუთარი ბებია მისი ეკრანზე დანახვისას, ისეთივე თბილი გრძნობა და ღიმილი გამოუწვევია თქვენში, როგორც ბავშვობაში ბებიის ალერსის დროს გრძნობდით.

მეოცე საუკუნის ბებია, ქალბატონი სესილია თაყაიშვილი 1906 წ. 17 სექტემბერს დაიბადა ქალაქ ბათუმში, წელს კი მას 104 წელი შეუსრულდებოდა. მან უამრავი როლი შეასრულა კინოსა თუ თეატრში, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს კარგად გვახსოვს იგი ოლღას ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"); მარადიას ("ნატვრის ხე") როლებში. ქალბატონ სესილიას რატომღაც უფროსი ასაკის ქალბატონების როლის შესრულება ხიბლავდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში მას უთქვამს: – საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი, მირჩევნია სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოაო.

სრულიად ახალგაზრდა თამაშობდა ხნიერ ქალებს. 26 წლის იყო, როცა ცხოვრებისგან გაუბედურებული ამალია კარლოვნას როლი შეასრულა, 29 წლისამ – შამილის მოხუცი დედა, 31 წლისამ – პარასკევასა და 42 წლის ასაკში კი ჯულიეტას მოხუცი ძიძის როლი განასახიერა. ქართულ სცენაზე მან 120-მდე როლი ითამაშა, ყველაფერი კი მისი ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. პატარა სესილია ოჯახში მისულ ყველა სტუმარს ჩუმად აკვირდებოდა, ითვისებდა ლაპარაკის მანერას, მიმიკებს და მათი წასვლის შემდეგ, სარკის წინ უკვე ჩამოყალიბებული მსახიობივით ოსტატურად თამაშობდა. თავისი პირველი, ანგელოზის როლიც პატარა ასაკში შეასრულა.

1926 წელს დაამთავრა ა. ფაღავას დრამატული სტუდია და იმავე წელიწადს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1948 წლიდან დაიწყო მისი კინოკარიერა. შეასრულა მანანას ("ჭირვეული მეზობლები" 1949წ.), ვასასის ("ჩვენი ეზო" 1956წ.), ელპიტეს ("საბუდარელი ჭაბუკი" 1956წ.), ოლღას ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" 1962წ.), ბორდოხანის ("დიდოსტატის მარჯვენა" 1969წ.) მარადიას ("ნატვრის ხე" 1977წ.) და ა.შ. როლები.

სესილია თავიდანვე გარდასახვის დიდოსტატი ყოფილა არა მარტო შესრულების მხრივ, არამედ გრიმითაც, რომელსაც თავად იკეთებდა და რითიც თურმე ვერიკო ანჯაფარიძესაც კი ანცვიფრებდა. მისი მეუღლე ასევე შესანიშნავი მსახიობი ვასო გოძიაშვილი გახლდათ. მათ ერთმანეთი ძალიან ჰყვარებიათ, მაგრამ ოჯახი მალევე დაენგრათ და სესილიამ ერთადერთი შვილი მარტომ აღზარდა. მეორედ სესილია არ გათხოვილა და ბოლომდე თავისი სიყვარულის ერთგული დარჩა. ამბობენ, სესილია თაყაიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული გულწრფელობითა და პირდაპირობითო. ქალბატონმა სესილიამ ბევრი შესანიშნავი როლი ითამაშა თეატრის სცენაზეც. სამწუხაროდ, ჩვენ მის თეატრალურ შემოქმედებას ვერ მოვესწარით, სამაგიეროდ მან თავისი სახელი კინოფილმებიდან უკვდავყო. არ უყვარდა თავისი თავის ხილვა ფილმებში და გადაღებებზეც დისკომფორტს განიცდიდა: – "არ მიყვარს კინოაპარატი, იგი თავიდანვე მაშინებს, მთელი ფიქრი და გრძნობა მასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მერე დრამატურგიული სახე ნთქავს ყოველივეს და ერთადერთი ამოცანა – მოვატყუო, გამოვთიშო ჩემი შეგნებიდან ეს აპარატი – მთლიანად მიპყრობს. როგორც კი არ ვგრძნობ ხოლმე აპარატს, მუშაობა გაცილებით მიადვილდება". "არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი – რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა" – ეს არის ფრაგმენტი მისი უკანასკნელი ინტერვიუდან. მსახიობს არ უყვარდა, როცა აქებდნენ და უკანასკნელ წლებში თავს არიდებდა თავის შემოქმედებაზე საუბარს.

ბოლო ფილმი, რომელშიც მან ითამაშა, იყო "ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი" 1984 წ. და იმავე წელს გარდაიცვალა კიდეც. სიკვდილის წინ კი ასეთი ანდერძი დატოვა: "ვთხოვ ჩემიანს ყველას, შემისრულონ თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არგადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გეხვეწებით. დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!

ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება!

იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას".

მას მინიჭებული ჰქონდა: საქართველოს სახალხო არტისტისა (1950წ.) და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის (1967წ.) წოდება. გახლავთ ასევე შ. რუსთაველის სახელობისა (1083წ.) და საქართველოს სახელმწიფო (1985წ. გარდაცვალების შემდეგ) პრემიების ლაურეატი.

სარეკლამო ადგილი - 26
786 x 120
კომენტარი     ბეჭდვა  

Abc1232011-07-03 01:03:31
Abc123

Abc1232011-07-03 01:31:11
Abc123

Abc1232011-07-03 01:44:19
Abc123

Abc1232011-07-03 03:35:57
Abc123

Abc1232011-07-03 03:46:48
Abc123

ლია2011-09-17 19:21:41
საოცარი ქალბატონი და კინო კუმირი

ჩუტალა2011-09-18 00:29:06
საოცარი ქალბატონი, დიდი მსახიობი, უსაყვარლესი ბებია არა ერთი თაობის, სათაყვანებელი მთელი საქართველოსთვის დიდი სესილია

ჰმმმმმმ2011-11-16 01:39:12
უსაყვარლესი და უნიჭიერესი, უსაზღვროდ თბილია ბებიას როლში, დარწმუნებული ვარ, ყველას ევსება გული სითბოთი, როცა ამ ფილმს უყურებს. ალბათ ძალიან თბილი ადამიანი იყო, ხოლო მის თავმდაბლობაზე მისი ანდერძი მეტყველებს

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901, 599 877-908
2015-06-10
visitor 66 989
visit 88 562
page 148 294
2015-06-11
  11 517
  12 348
  19 599
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი