სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

ხანძარი გორში

გორში მომხდარი ხანძრის შედეგად ერთი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ცეცხლი მეჯვრისხევის ქუჩაზე მცხოვრებ კულიაშვილების სახლს გაუჩნდა.

ცეცხლის ჩაქრობა თავდაპირველად მეზობლებმა სცადეს, შემდეგ კი სახანძრო სამსახური გამოიძახეს.

მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს. ხანძარი, სავარაუდოდ, შეშის ღუმელისგან გაჩნდა და მთელ სახლს მოედო.

კულიაშვილების ოჯახი დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100