სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტეფანწმინდაში პირველი IT კაბინეტი გაიხსნა

სოციალური პროექტი ERTAD.GE კომპანია Vivus.ge-ს პატრონაჟით, გულშემატკივრებისა და დაინტერესებული პირებისთვის წარმატებული და მნიშნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას განაგრძნობს.

ამჯერად, ერთ ძალიან აქტიურ, სასიამოვნო, წარმოშობით მოხევე ქალბატონზე გიამბობთ. ნაზი ჩოფიკაშვილი 2000 წლის შემდეგ დედაქალაქიდან საცხოვრებლად ხევში, კერძოდ, სტეფანწმინდაში, გადავიდა.

თუ რა მიზანი ჰქონდა და რას საქმიანობს, ამაზე თავად მოგვიყვება.

  • ქალბატონო ნაზი, გვესაუბრეთ თქვენ შესახებ, როდის დაინტერესდით ხევის ცხოვრების გააქტიურებაში თქვენი წვლილის შეტანით?

პროფესიით ვარ მასწავლებელი, ვასწავლი დაბა სტეფანწმინდის გიმნაზიაში მათემატიკას. ყაზბეგში ვცხოვრობ და ვმუშაობ 2000 წლის სექტემბრიდან. ყაზბეგი ჩემი მშობლიური მხარეა, ისევე როგორც ყველა მოხევეს, მეც ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა ჩემი კუთხის მიმართ, ამიტომაც გადავწყვიტე, საცხოვრებლად გადმოვსულიყავი თბილისიდან ყაზბეგში.

ყაზბეგში ჩამოსვლისთანავე აქტიურად ჩავები საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში. ზოგი გამომდიოდა, ზოგიც არა, მაგრამ ამ ფაქტს არ შევუშინებივარ. განსაკუთრებით მაღელვებდა ხევში არაფორმალური განათლების ფაქტობრივად არ არსებობა, არც ბავშვებს და არც ზდასრულ ადამიანებს კვალიფიკაციის ამაღლების არანაირი საშუალება არ ჰქონდათ.

ჩემი აზრით, ბავშვებისა და ახალგაზრდების ხევიდან მიგრაციის ერთერთი ძირითადი მიზეზი შემდგომი განვითარების პერსპეტივის უქონლობაა. ეს განსაკუთრებით მაშინ გამოიკვეთა, როცა ყაზბეგში სამუშაო ადგილები შეიქმნა. მაგ. სასაზღვრო ჯარში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, დარიალი ჰესში და ა.შ. და მოხევე ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა სამუშაოსათვის საჭირო უნარ-ჩვევების უქონლობის გამო ტესტირებაზე ცუდი შედეგები აჩვენა.

  • ERTAD.GE-ს ფარგლებში განხორციელებული პროექტი „პირველი აიტი კაბინეტი“ ხევის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, თავისი არსით, მეტად მნიშნელოვანი პროექტია; რა სახის გამოწვევები არსებობს დღემდე რეგიონში აღნიშნული კუთხით და რაში დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას თქვენი პროექტი ?

2014 წელს მე და ჩემმა მეგობარმა 5-მა პედაგოგმა შევქმენით სასწავლო-ინტელექტუალური ცენტრი ყაზბეგში სახელწოდებით, „ხევის მომავალი“, სადაც ახალგაზრდებს შევთავაზეთ ენის, საბუღალტრო კურსები, ვაკეთებდით სკოლებს შორის სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრებებს, გვაქვს აბიტურიენტთა გადამზადების ცენტრიც, მაგრამ თანხის უქონლობის გამო ვერ გავაკეთეთ კომპიუტერული კურსები. არადა კომპიუტერთან მუშაობის უნარების არქონა ხელს უშლიდა არამარტო უმუშევრად დარჩენილ ახალგაზრდებს, არამედ საბიუჯეტო თუ კერძო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანებსაც. თქვენი პროექტის შესახებ გავიგე ტელევიზიით შევიტყე და გადავწყვიტე, მიგვეღო მონაწილეობა. ამ პროექტის დაფინანსება რეგიონისათვის იმიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ კაბინეტში მოხდება როგორც ბავშვების, ისე უფროსების კომპიუტერსა და უცხო ენაში გადამზადება, ეს თავისთავად გამოუმუშავებს ადგილობრივებს სამუშაო უნარ-ჩვევებს და არსებულ სამუშაო ადგილებზე მეტი შანსი იქნება მათი დასაქმებისა, რაც თავისთავად გაზრდის მოსახლეობაში მიგრაციის შეჩერების შანსს.

პროექტ „პირველი აიტი კაბინეტის“ ფარგლებში შევიძინეთ 3 საკმაოდ კარგი წარმადობის პერსონალური კომპიუტერი, ჩვენი თანხებით დავამატეთ კიდევ ერთი კომპიუტერი, შევიყვანეთ ოთახში ინტერნეტი, შევიძინეთ ყურსასმენები და მიკროფონები

  • რა სახის აქტივობების განხორციელებას გეგმავთ უშუალოდ პროექტის ფარგლებში და რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება სწავლება აიტი ცენტრში?

აიტი კაბინეტის ბაზაზე იქნება კომპიუტერის კურსები, სადაც შეისწავლება ისეთი პროგრამები როგორიცაა: Photoshop, Corel, Premiere, Pinnacle Studio (ვიდეო მონტაჟისათვის), 3D-Max, ArchiCad, ორისი, ორის მენეჯერი, წარმოების აწყობა და სხვ.

ამას გარდა, კაბინეტში იფუნქციონირებს რუსულისა და ინგლისური ენის კურსები.

სწავლების კურსი მსურველებისათვის სხვადსხვა ხანგრძლივობისაა, პირველი ჯგუფები შეიქმნება 15 სექტემბრიდან და თითოეული პაკეტი გაგრძელდეა 1 ან 3 თვე, გააჩნია პროგრამების რაოდენობას ვფიქრობ, ეს პროექტი ყოველთვის საჭირო იქნება დროთა განმავლობაში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენც განვვითარდებით.

  • როგორ/რა ვითარებაში ჩაიარა პრეზენტაციამ?

პრეზენტაციაზე მოვიდა ძირითადად ის ადამიანები, ვინც კონკურსის განმავლობაშ მიიღო ხმის მიცემაში მონაწილეობა და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ კაბინეტის არსებობა, შეხვედრამ საკმაოდ შინაურ ვითარებაში ჩაიარა, დამზწრე საზოგადოებას ავუხსენით საიდან მოვიპოვეთ ეს თანხა, ვუამბეთ კონკურსის შესახებ, რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში, სიტყვით გამოვიდა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი, კომპიუტერული პროგრამების მომავალი მასწავლებლები, ბავშვები ვინც პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართულები.

  • რაში დაგეხმარათ ERTAD.GE, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, როგორც აქტიურ ადამიანს წინსვლასა და რეგიონის გამოცოცხლების საქმეში?

ERTAD.GE-მ დიდი როლი ითამაშა ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი მთავარი მიზნის განხორციელებაში, ამით უფრო დაინტერესდებიან ადგილობრივები ჩვენთან როგორც ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ამ კაბინეტის არსებობა კი მნიშვნელოვნად გაზრდის კვალიფიცირებული კადრის რიცხვს ყაზბეგში, გაიზრდება დასაქმებული ადგილობრივების რიცხვი, ბევრ მოხევეს გაუჩნდება შანსი გახდეს მისი რეგიონისათვის საჭირო ადამიანი.

ადგილისა და ფუნქციის ქონა საკუთარ რეგიონში ქალაქში წასვლის სურვილს აქრობს და აჩერებს მიგრაციას.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ERTAD.GE 2014 წელს კომპანია Vivus.ge-ს ინიციატივით შეიქმნა და საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს სოციალური პროექტების განხორციელებაში ფინანსურად ეხმარება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100