სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცოტნე ჭანტურიძის დედა: დღე რომლის შემდეგაც სრული სიცარიელეა...

ცოტნე ჭანტურიძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებული ვიდეო, სადაც ცოტნე ჯვრის დასალაშქრად მიდის...

ვიდეოები დედამ ნონა ჭეიშვილმა ატვირთა...დღე რომლის შემდეგ სრული სიცარიელია-წერს გარდაცვლილის დედა ფეისბუქზე.

საირმის ტყეში დაკარგული 20 წლის ცოტნე ჭანტურიძეს ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ცხედარს ადგილობრივმა მკვიდრმა მიაკვლია.

ოჯახის წევრების განცხადებით, რომ არა ადგილობრივი მაცხოვრებლები ცოტნეს პოვნა კიდევ დიდხანს გაჭიანურდებოდა.

ცოტნეს დედა: გარდაცვალებამდე ძალიან უცნაურად იქცეოდა, უნდოდა ყველაფერი მოესწრო. დედა ჩემი ოცნებაა ფული რო მექნება უპატრონი ბავშვთა სახლი გავაკეთო და მათზე ვიზრუნოო. ქუჩაში ხელგაწვდილ მათხოვრებს ეხმარებოდა.რუსთაველზე ბაბუსთან გიტარით ჯდებოდა და მღეროდა რომ მას დახმარებოდა.

„დღეს როცა იმ ბაბუს ფულს ვაძლევდი ასე მითხრა გავიყოთო და მე მეთქი ბაბუ საკმარისზე მეტი მაქვს თქვენ უფრო გჭირდებათთქო და ტირილი დაიწყო“-იხსენებს დედა ცოტნეს ნაამბობს.

აი ასეთი კეთილი, სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო ცოტნე ჭანტურიძე.

ცოტნე ჭანტურიძე 7 აგვისტოს ქუთაისში დაკრძალეს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ახალგაზრდა ბიჭის სული.

P.S. ოჯახისწევრები: დიდი ხნის განმავლობაში ცოტნე ჭანტურიძის შესახებ მედიაში ბევრი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. გვარით დაწყებული, წერდნენ ჭანტურიას, ასაკით დამთავრებული. ასევე ყველა წერდა, რომ სამაშველო ჯგუფმა იპოვა, ეს მცდარია.იპოვა ადგილობრივმა, მთელი ღამეები მანქანის ფარების შუქზე ვეძებდით...არ ყავს ძმა ან და, როგორც ერთ-ერთმა გამოცემამ დაწერა. არ შეიძლება ასეთ დროს გადაუმოწმებელი ინფრომაციის დაბეჭვდა, ამიტომ უფრო ყურადღებით მოეკიდეთ მსგავს თემებს, რომ გარდაცვლილის ოჯახის წვერებს უფრო მეტად არ ატკინოთ თქვენი დაუფიქრებლობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100