სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფი “ანატოლიის ცეცხლი” 16-17 დეკემბერს თბილისს ეწვევა

15 დეკემბერს, 15:30 საათზე, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში „გურთიადი“ (მის: თავისუფლების მოედანი, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტიმე-3 სართული) კომპანია „SA Organization“ ლეგენდარულ მოცეკვავეთა ჯგუფის “ანატოლიის ცეცხლის” საგასტროლო ტურნესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციას კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, დაესწრებიან თურქეთის საელჩოსა და ქართველ და თურქ ბიზნემენთა ასოციაციისა წარმომადგენლები.

ლეგენდარული თურქული ანსამბლის უნიკალურობაზე, მისი შექმნის კონცეფციაზე, წარმატებებსა და საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე, ასევე კომპანია „SA Organization“-ის წარმატებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ პროექტის ხელმძღვანელი სელაჰატინ ატალაი და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი მუსტაფა ერდოღანი.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „SA Organization“-ის ორგანიზებით ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფის “ანატოლიის ცეცხლის” საქართველოში საგასტროლო ტურნე 13 დეკემბერს, ბათუმით დაიწყო და ცეცხლოვანი შოუ ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართა.

ლეგენდალური ჯგუფი თბილისს 16-17 დეკემბერს ეწვევა და კონცერტები თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. კონცერტები საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით ეწყობა და საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

„ანატოლიას თურქეთის აზიურ ნაწილს ეძახიან, ამ პროექტის წყაროც, სწორედ, ანატოლიის ანტიკური მითოლოგიაა. პროექტი აერთიანებს ასობით ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკას სხვადასხვა რეგიონიდან და მოცეკვევეებს მთელი მსოფლიოდან, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. აღსანიშნავია, ჯგუფში 10 ქართველია, ეს ქართველი მაყურებლებისვის დაგეგმილ კონცერტებს მეტ ინტერესს სძენს. კავკასიელებს ცეკვა უყვართ ძალიან. ცეკვას ენა არ გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ “ანატოლიის ცეცხლის“ მთავარი მიზანია, დაანახოს სამყაროს სიყვარულის, კულტურის ისტორიისა და მშვიდობის ანატოლიური ანტიკური მოზაიკა“, - ლეგენდარული თურქული ანსამბლის უნიკალურობასა და საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე ვესაუბრეთ პროექტის ხელმძღვანელს სელაჰატინ ატალაის.

ანატოლიის ცეცხლი“ ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელმაც დაიმსახურა აღფრთოვანება მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და .. ანატოლიის ცეცხლი“ 1999 წელს შეიქმნა და მათ უწოდებნენ „ცეკვის სულთანებს“, 750 აპლიკატიდან შეირჩა 90 მოცეკვავე. მოცეკვავეთა შრომისმოყვარეობამ (8-16 საათი დღეში) შედეგი გამოიღო და ახლა ანატოლიის ცეცხლი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ისინი გვთავაზობენ არამხოლოდ ფოლკლორულ, არამედ ბალეტსა და თანამედროვე ცეკვებს. ანსამბლის ხელმძღვანელია მუსტაფა ერდოღანი.

https://biletebi.ge/fire-of-anatolia/anatoliis-tsetskhli-fire-of-anatolia

https://tkt.ge/ka/event/anatoliis-ceckhli-91247

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100