სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცნობი გმირი - 10 წლის ბავშვმა სიკვიდისგან ასი ადამიანი იხსნა

უცნობი გმირების სიაში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს 1994 წელს დაბადებული ბრიტანელი გოგონა, რომელმაც 2004 გააფრთხილა ტურისტები ცუნამის მოახლოების შესახებ.

იმ დღეს ტაილანდის სანაპიროზე ზღვა უცნაურად აღელდა, ტურისტები კი ამ სანახაობას მშვიდად უყურებდნენ და ტალღების მოძრაობას შიშის გარეშე ათვალიერებდნენ. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც საფრთხე იგრძნო გახლდათ 10 წლის ტილი სმიტი, რომელსაც გეოგრაფიის მასწავლებლის ნაამბობი კარგად ახსოვდა და მიხვდა, რომ ტალღები ზუსტად ისე აღელდნენ, როგორც ეს ცუნამის მოახლოებისას ხდება. ტილის შემდგომი ქმედებები ავტომატური იყო, გოგონა მთელი ხმით ყვიროდა, თავისი ეჭვების შესახებ, მშობლებმა და გარშემომყოფებმა თავიდან მის განგაშს ყურადღება არ მიაქციეს თუმცა საბოლოოდ ტილის ეჭვები ყველამ გაიზიარა და პლაჟიდან ხალხის ევაკუირება მოხდა. იმ დღეს ცუნამის შედეგად 250 ათასი ადამიანი დაიღუპა, პლაჟზე მყოფი 100 ტურისტიდან კი არცერთი არ დაშავებულა, მათ უსაფრთხო ადგილას გადასვლა მოასწრეს.

2005 წელს კი გავლენიანმა გამოცემებმა ტილი წლის ბავშვად აღიარეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100