მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
ყველაზე კითხვადი სტატია
სარეკლამო ადგილი - 5
200 x 120
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ბლოგები
9 ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი 30 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის­გან
ახლა კითხულობენ

სამშობლოდან მკვლელის სახელით გაძევებული დედოფალ მარიამის ბურუსით მოცული ტრაგედია  

მეცნიერი ქალები, რომლებიც სექსიზმმა იმსხვერპლა  

ექსცენტრიული იმპერატორი რომელსაც დედამ მამა მოუკლა, თავად კი შვილმა გამოასალმა სიცოცხლეს  

ვინ არის ცნობილი ტორტების მცხობელი ბელა?  

ვინ იყო დევიდ ბოუი?  
სარეკლამო ადგილი - 7
200 x 120

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 

2017 წლის კია ნირო გინესის რეკორდსმენია, როგორც ყველაზე ნაკლები საწვავის მოხმარების მქონე ჰიბრიდული მანქანა 

საახალწლო შეთავაზება პრემიუმ აღჭურვის სპორტიჯზე 
სარეკლამო ადგილი - 8
200 x 336
სარეკლამო ადგილი - 12
200 x 120
ნანი ბრეგვაძე დღეს 80 წლის გახდა
დრონი.ჯი
15:27 21.07.2016

მომღერალი ნანი ბრეგვაძე დღეს 80 წლის გახდა. ლეგანდარულ ქალბატონს იუბილე ვრცელი პოსტებით მიულოცეს ახალგაზრდა კოლეგებმა, სტეფანე მღებრიშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა.

„ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ნანიზე მაფანატებს. ისედაც ყველამ ყველაფერი იცის მასზე. უბრალოდ მე დავამატებ რომ მხოლოდ ნანიზე მაფანატებს მუდამ . რომ გავიცანი, მერე სპექტაკლებში ვთამაშობდით ერთად ძალიან დიდი ხანი, მაინც ვერ ვეგუებოდი.. როგორც კუმირს ისე ვუყურებ სულ. მასთან სახლშიც კი. :) I love Nani! Happy Birthday, Queen ! დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას ვუსურვებ!

პ.ს: ყველაფერი მავიწყდება სკლეროზის პირობებში , მაგრამ ეს ფაქტი სულ მახსოვს ...ერთხელ , პატარა ვიყავი და პირველად დავინახე , პლეხანოვზე მანქანიდან გადმოვიდა... ძალიან აჟიტირებული ვიყავი დიდხანს...“ - წერს სტეფანე მღებრიშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე.

"გადავცემ აუცილებლად და დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის" - წერს სტეფანეს სტატუსის კომენტარებში ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე.

„ძალიან დიდია და ძალიან მაგარია!

ნამდვილი რჩეულია!

თუ კი ბრიტანელებს ყავთ ელისაბედი - ჩვენ ჩვენი დედოფალი გვყავს და თანაც არა გენეტიკური მემკვიდრეობით მიღებული ტიტულით, არამედ ჭეშმარიტ ხელოვნებაში განვლილი უკომპრომისო გზით მოპოვებული თვითმყოფადობით!

მის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ჟანრს და სტილს, მის შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ხარისხს, გემოვნებას და ისტორიულ მნიშვნელობას. თუ კი ქართულ (და არამარტო) სიმღერაში არსებობს მწვერვალი ის ნამდვილად მისი დამკვიდრებულია და ძალზედ რთულია მის სტანდარტთან მიახლოვება! ვამაყობ რომ ვუყვარვარ და ვმეგობრობთ, ვურთიერთობთ სცენაზეც და შინაც. მისი გემოვნება, შემოქმედებითი ცხოვრების გზა, ღვთისნიერობა და პიროვნული ღირსებები მაგალითი იყო, არის და იქნება ჩემთვის მუდამ!

დღეს ნანი ბრეგვაძე 80 წლის გახდა,

ღმერთმა გვიმყოფოს კიდევ დიდ ხანს და მხნედ!“ - ეს ამოციური პოსტი კი ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის.

ცნობისთვის ქართველი საესტრადო მომღერალი, საქართველოსა(1974) და რუსეთის(1983) სახალხო არტისტი ნანი გიორგის ასული ბრეგვაძე დაიბადა 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში.

1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა «Потушила я свечу» შეასრულა.

1959—1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის „ორერას“ სოლისტია.1980 წლიდან გამოდის სოლო კონცერტებით.

ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი, იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. ასრულებს როგორც ქართულ ისე ყოფილ სსრკ ხალხთა და საზღვარგარეთის ქვეყნების სიმღერებს. წარმატებით გამოდის ყოფილ სსრკ ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.


კომენტარი     ბეჭდვა  

დავით2016-07-21 15:58:28
ვულოცავთ!ქალბატონ ნანის! ჯნმრთელობას ვუსურვებთ.

2016-07-21 16:30:34
ვულოცავტ..ეს ქალი არ ბერდება.....

2016-07-21 16:43:47
81 თის

2016-07-21 16:56:04
კიდევ დიდხანს გვყავდე ჯანმრთელად და, რაც მთავარია, გვატკბობდე შენი განუმეორებელი სიმღერებით!

2016-07-21 16:59:18
სიმღერა იცის მშვენიერი , დახვეეილი,

2016-07-21 17:01:04
დახვეწილი

2016-07-21 17:02:25
დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ .

კუტაისელი2016-07-21 17:31:19
ამას უკვე დაკიჰმინებული ეკნება

კუტაისელი2016-07-22 08:52:31
ტვიურიც აგარ ეკნება

2016-07-22 16:03:52
ეს ალბატონი ასაკში უფრო და უფრო გალამაზდა, ყველასთვის საყვარელია, ღირსეულად იცხოვრა.

2016-07-24 08:57:24
მუდამ მშვენიეროოოოოო... გილოცავთ!

2016-07-24 11:59:58
კუტაისელო, ფსიქიატრიულიდან წერ? შენი დმ.

2016-07-24 12:08:02
ნანი ბრეგვაძე უდიდესი ხელოვანია და ძალიანაც მიყვარს, მაგრამ სიყვარულის გამოხატვასაც თავისი ღირსეული ფორმა აქვს. "მაფანატებს" (ესეც ქართულია...?!), "დავინახე, მანქანიდან გადმოვიდა... ძალიან აჟიტირებული ვიყავი დიდხანს...", "დედოფალი ელისაბედი"...
გემოვნების და საღი აზრის დეფიციტია საქართველოში.

2016-07-24 12:10:05
"გემოვნების და საღი აზრის დეფიციტია საქართველოში".
და რაც მთავარია, ზომიერების...

ნანა2016-07-27 14:28:54
კარგზე მაინც ამბობს თუნდაც გადაჭარბებით.
კარგი იქნებოდა ზომიერება ლანძღვა-გინება, ცილისწამებებში გვახსოვდეს.

2016-08-05 17:19:50
გილოზავტ ქალბატონო ნანი,,,,,,როგორ მიაგზიეტ ამხელა ზარმატებებც? არ მახცოვც ჰიჰველი და ბიკინებიტ გამოცულიკავიტ ცზენასეეეეე,,,,,ეხლა ხომ ერტმანეტც აცზრებენ,,,რომელი უფრო მალე გაიხდიც? კველა მესისგებააააა,,,,,დიდება ქვენ ქალბატონო ნანი აი იმ კველა ტქვენ 80 ზლიც ქალბატონი კველაც ჯობიხარტტტტტ,,,

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი