სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმერეთში ქალი მოკლეს და ცხედარი მდინარეში გადააგდეს

ხონი-წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვართან, მდინარე გუბისწყალიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წუხელ ქალის ცხედარი ამოიყვანეს.
თავდაპირველად არ კონკრეტდებოდა, ქალი მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა, თუ მკვლელობას ქონდა ადგილი.
მოგვიანებით კი, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მოხდა მკვლელობა და ცხედარი მდინარეში კვალის დაფარვის მიზნით იყო გადაგდებული.

"სამძებრო სამუშაობის მიმდინარეობისას გამოვლინდა პირი, რომელმაც დაკარგული ქალბატონის მკვლელობა აღიარა და სამართალდამცველებს მიუთითა ის ადგილმდებარეობა, სადაც ცხედარი ეგულებოდა. მაშველების მიერ ცხედარი მდინარე გუბისწყლიდან იქნა ამოყვანილი", - განაცხადეს შსს-ში.
ამასთან, გარდაცვლილი ქალაქ ფოთიდან იყო და ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. მას ორი შვილი დარჩა.

"პრესა.ჯი" ხონის გამგებელ ჯემალ მებუკეს ესაუბრა. გამგებლს ინფორმაციით, დაღუპული და დაკავებული ხონში არ ცხოვრობდნენ.

გამგებელი: ხონში არ მომხდარა, ეს მკვლელობა. ჩემი ინფორმაციით, ქალბარონი ქუთაისში მოკლეს. გარდაცვლილი ხონი-წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვართან,მდინარე გუბისწყალში იქნა აღმოჩენილი. ცხედარი მდინარეში სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით იყო გადაგდებული. გარდაცვლილი ქალაქ ფოთიდან იყო და ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100