მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ბლოგები
ნა­ხე­ვარ­ქ­ვე­ყა­ნა
ახლა კითხულობენ

თბილისში 75 წლის ქართველი ებრაელი მოკლეს  

თელავის რაიონში 28 წლის მამაკაცი მოკლეს  

ფოთში მამამ შვილი და 20 წლის გოგო დაჭრა  

ქუთაისში 21 წლის ბიჭს თავში არმატურის ნაჭერი ჩაარტყეს და მას 17-მდე მოზარდი უმოწყალოდ სცემდა  

ციხეში საყვარელი ქალის ნაცვლად ჩაჯდა და....  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

„თეგეტა მოტორსმა“ ჰაკათონის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა 

„თეგეტა მოტორსი“ VARTA-ს ბრენდის აკუმულატორების ყველაზე დიდ არჩევანს გთავზობთ 

„თეგეტა მოტორსი“ ,,HUNTER”-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი გახდა საქართველოში 
"მკვლელობაში ბრალდებულს გარდაცვლილი რამდენჯერმე მიუვარდა სახლში, გამუდმებით ამცირებდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა" - კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები
ლილე შუკვანი
15:03 28.03.2017

კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში მომხდარი მკვლელობის მიზეზად ქალი სახელდება.

დრონი.ჯი ადგილობრივ მაცხოვრებელს ესაუბრა, რომელიც ყვება, რომ გარდაცვლილ 28 წლის მამაკაცს ბევრი არ იცნობდა სოფელში კარგად, სახლიდან იშვიათად გამოდიოდა და თანასოფლელებთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. იგი საზღვარგარეთ იყო წასული და არც ისე დიდი ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში. როგორც ირკვევა, ამ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა დაახლოებით სამი წლის წინ დაიძაბა ქალზე ეჭვიანობის გამო. მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის გიორგი თანასოფლელებთან ყვებოდა, რომ გარდაცვლილი რამდენჯერმე მიუვარდა სახლში, ამცირებდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. გიორგის მამა გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო დედა საზღვარგარეთ იმყოფება. ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის პერმანენტული შელაპარაკება და საქმის გარჩევა ფატალური შედეგით დასრულდა. 23 წლის მამაკაცმა სახლთან მიაკითხა მსხვერპლს და მორიგი ჩხუბის დროს 2 ტყვია ესროლა. ხმაურზე გარდაცვლილის მამა გამოვარდა სახლიდან, რომელსაც შვილი ხელებში ჩააკვდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემდეგი განცხადება გაავრცელა: შს- კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოსთანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელსდაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ძ.-მ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 1989 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.ძ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - არარეგისტრირებული სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

კომენტარი     ბეჭდვა  

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი