„ცოცხი კი არა, ტრუბა აქვს გასაყრელი ამის გამკეთებელ ნაბი**არს"

ცოცხი კი არა, ტრუბა აქვს გასაყრელი ამის გამკეთებელ ნაბიჭვარს .... როგორ იყო, გაგეგბით მოეკიდეთო ხო?... ესე არ ბრძანა ბრძენმა?“ - ასე ეხმაურება ვანის რაიონში მომხდარ კრიმინალურ ფაქტს პოეტი ზურა სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში არველაძეების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ოთხმა უცნობმა პირმა 2 სექტემბერს, გვიან ღამით, სახლში მყოფი დედა და მცირეწლოვანი შვილი სამართებლითა და ცხელი უთოთი აწამა. 4 წლის ბავშვს კიდურებზე ცხელი უთო ფულის გამოძალვის მიზნით დაადეს.

დანაშაულში ეჭვმიტანილი ორი პიროვნება უკვე დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ოთხივე პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს. მათგან ორი უკვე დაკავებულია, ერთ-ერთჳ მათგანი დაზარალებულის ნათესავია. გამოძიება ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

კომენტარი