სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამტრედიის რაიონში მამამ შვილი მოკლა - მეზობლები მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

მკვლელობა იმერეთში, სოფელ პატარა ეწერში მამამ შვილი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამამ საკუთარ შვილს სასიკვდილო ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა.

მეზობლების თქმით, შელაპარაკება აგრობარათთან დაკავშირებით მოხდა,მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მამა კი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს და ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100