სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში 20 წლის ბიჭი მოკლეს

თბილისში,ზაზიაშვილის ქუჩაზე 20 წლის ბიჭი მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამინისტროსთვის უკვე ცნობილია მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მისმა ახლობელმა იპოვა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100