ე.წ. მოსმენების კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

მოსმენების კანონი მიღებულია. ოპოზიცის, ექსპერტებისა და მესამე სექტორის კრიტიკის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ახალი რეგულაციები მესამე მოსმენით დაამტკიცა. განხილვას არ დასწრებია ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსი. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კი ხმა წინააღმდეგ მისცეს.

ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ახალ რეგულაციებს არ დაეთანხმა.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი თინათინ ბოკუჩავა მმართველ გუნდს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ამგვარი კანონით არაფერი იცვლება მოსმენებთან დაკავშირებით.

„არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ აყალიბებთ ცალკე ბიუროკრატიულ ერთეულს, რომელსაც ექნება დამატებითი ხარჯები ბიუჯეტიდან და რომელიც ვერ შეცვლის იმ მთავარ პრობლემას, რომლის წინაშეც თქვენ საკონსტიტუციო სასამართლომ დაგაყენათ,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.


კომენტარი