სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ემართება ორგანიზმს, როდესაც ალკოჰოლის მიღებას წყვეტთ?

მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ერთი ჭიქა შავი ღვინის მიღება ყოველდღიურად ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, კარგია სისხლძარღვებისა და გულისთვის, დაბალი წნევის დროს. ზოგადად ალკოჰოლი უამრავ ადამიანს უყვარს, განსაკუთრებით კი მისი მიღება სხვადასხვა დღესასწაულებზე, მეგობრების წრეში, მოსადუნებლად.

საქმე იმაშია, რომ, დადებითი მაჩვენებლის გარდა, ალკოჰოლური სასმელი შეიცავს ისეთ ტოქსინებს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე. მისი დიდი რაოდენობით მიღება კი დიდ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

რა ემართება ორგანიზმს იმ შემთხვევაში, თუ ალკოჰოლს არ მიიღებთ 21 დღის განმავლობაში?

ტვინის შესაძლებლობები იზრდება - თქვენ შეძლებთ უფრო შრომისუნარიანი და გონება გახსნილი იყოთ. ალკოჰოლი მეხსიერებაზე უარყოფითად მოქმედებს, უჭირთ ახალი ინფორმაციის ათვისება.

სურნელი და მიზიდულობა - მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ის ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლზე უარს ამბობენ, უფრო მიმზიდველები არიან, რადგან გამოყოფენ სხეულის სასიამოვნო სუნს, რაც საპირისპირო სქესში ქიმიას იწვევს.

გული უკეთ მუშაობს - მითი იმის შესახებ, რომ ერთი ჭიქა შავი ღვინო გულისთვის კარგია, მეცნიერებმა უარყვეს. ალკოჰოლი მეტად ტვირთავს მას და პულსიც გახშირებულია. ტყულია ისიც, თითქოს სპირტიანი სასმელი იმუნიტეტს ამაღლებს. ალკოჰოლზე უარის თქმით თქვენ ამცირებთ შანსს, რომ მიიღოთ ინფარტქი ან ინსულტი.

პირში გემოს რეცეპტორები უკეთ მუშაობენ - თუ სასმელი 21 დღეა არ მიგიღიათ, თქვენი საკვები რაციონი უფრო გემრიელი გეჩვენებათ და ჭამისგან მეტ სიამოვნებას იღებთ. ალკოჰოლი გემოს რეცეპტორებს აქვეითებს.

ხდებით უფრო მომხიბვლელი - კანი ხდება უფრო გლუვი და ნაზი. ალკოჰოლი ორგანიზმში წყლის რაოდენობას ამცირებს, რაც კანის სიმშრალეს იწვევს. ის ასევე აჩენს ცელულიტს, რაც უამრავი ქალის პრობლემაა.

წონის პრობლემა - როდესაც ჭარბი წონისგან გსურთ გათავისუფლება, დიეტოლოგები პირველ რიგში საკვებ რაციონში შაქრის შემცირებას ან ამოღებას გთხოვთ. ალკოჰოლი კი სწორედ ამ სიაშია შეყვანილი, რადგან მასში შაქრის რაოდენობა დიდია.

ლამაზი ღიმილი - სპირტიანი სასმელები ერთ-ერთი დიდი მტერია კბილების, რადგან ის აშრობს პირის ღრუს დ იწვევს კარიესს. მასზე უარის თქმით თქვენ შეამცირებთ სტომატოლოგთან ვიზიტის სიხშირეს.

ხასიათი და განწყობა - ალკოჰოლური თრობით გამოწვეული განწყობა ხშირ შემთხვევაში დადებითი არ არის. ამ დროს ადამიანი უფრო მომართულია საჩხუბრად და ნაკლებ ანგარიშს უწევს სხვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100