ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა დასრულდა მშენებლობის შემინვა სრულად უზრუნველყო გლასლაინმა

ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა დასრულდა მშენებლობის შემინვა სრულად უზრუნველყო გლასლაინმა

03-09-2025 Views 245

ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა დასრულდა. ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. 3000 კვმ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტის მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ მედიათეკას, ამფითეატრის ტიპის სამკითხველო, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზებს, სივრცეებს კაფესა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის.

ახალგაზრდული ცენტრის, ბიბლიოთეკისა და მუზეუმის კონცეფცია გულისხმობს ისეთი თანამედროვე სივრცის შექმნას, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს შეუქმნის განვითარების, საკუთარი იდეების დამუშავების, მათი წარდგენისა და დანერგვის სათანადო პირობებს.

ახალგაზრდული ცენტრის შენობაში, არქიტექტურულ პროექტზე ქართველმა სპეციალისტებმა იმუშავეს. გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსებაც, სამუზეუმო დარბაზში მოეწყობა დროებითი და მუდმივი ექსპოზიციები ბიბლიოთეკის.

შენობა აღჭურვილია თანამედროვე ენერგოეფექტური გათბობა-გაგრილება-კონდიცირების, ხანძარქრობის, გარე და შიდა ვიდეო მეთვალყურეობის, გახმოვანების და BMS (Building Management System) - ერთიანი მართვის სისტემებით.

მშენებლობის პროცესში გამოყენებული ენერგოეფექტური მასალები და დამონტაჟებული დანადგარები შენობას სითბოს მაქსიმალურად შენარჩუნების საშუალებას აძლევს, რითაც მისი ექსპლუატაცია ნაკლებ ხარჯთან იქნება დაკავშირებული.

კომპანია გლასლაინმა უზრუნველყო შენობის სრული შემინვა; თბო და ენერგოეფექტური მინებით. ალუმინის ნაწილში გამოყენებულია, პრემიუმ კლასის თერმული სისტემა 2.0-3,0 მმ კედლის სისქით პროფილები Kurtoglu 58T; Kurtoglu 50F სილიკონური სისტემა. მექანიზმების ნაწილში ავსტრიული მაღალი ხარისხი Mako-ს ბრენდი, მინაპაკეტები ლარტა - 8+20+8 ენერგო ეფექტური ნაწრთობი ორივე მხრიდან - ლაიცზე, კონსტრუქცია დამუშავდა გარედან სტრუქტურული სილიკონით და კონსტრუქციები სრულად თერმულად სულ გლასლაინმა შემინა 570 კვმ ალუმინი და შუშა, თერმოგამტარიანობის კოეფიციენტი 1.4 რაც ამ ეტაპზე ბაზარზე უკონკურენტოა.