ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
„გზა უკვე გადაკეტილი იყო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადგილზე აღარ იმყოფებოდნენ, როცა გზაზე გადავედი. ხალხი იძახდა, რომ ვეღარ ეტეოდნენ ტროტუარზე. გადავიდნენ გზაზე, საპატრულო პოლიციამ დატოვა ტერიტორია, მე მივიჩნიე ავტომატურად, რომ მოქალაქეთა რაოდენობა იყო საკმარისი, რომ გადავსულიყავით სავალ ნაწილზე. რომ ყოფილიყო მოწოდება არგადასვლაზე, არ გადავიდოდი. არ ვარ კანონის ურჩი მოქალაქე. არც ერთხელ დაჯარიმებული არ ვარ. არაერთ საპროტესტო აქციაზე მიმიღია მონაწილეობა და არც ერთხელ დამირღვევია კანონმდებლობა.
დღეს ჩემს მეუღლეს 5000 ლარი შეეფარდა, ჩვენ ორივე ერთად დაგვაკავეს. ორივე უმუშევრები ვართ და იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებთ სახდელის დაკისრებისას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს შვილებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ" - განაცხადა ჟურნალისტმა სასამართლო სხდომაზე.