
ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში სანქცირებულმა მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა. ჟურნალისტი შსს-მ საპროტესტო აქციაზე რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით დააკავა.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ რადგან ქეთა ციცქიშვილის შვილი უკვე 12 წლის გახდა, მოსამართლეს შეუძლია მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს.