"ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ. ცხადია, დავკრძალავთ პოლიტიკურად და პროფესიულად" - გვარამია
"ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ. ცხადია, დავკრძალავთ პოლიტიკურად და პროფესიულად. პარტიების აკრძალვაზე კი 3 რამეს ვიტყვი (ზემოთქმულის გარდა):
აუცილებლად ვაპირებ პროცესში ჩართვას და ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად. ყველა პროფესიაში მიპირებენ აკრძალვას, როგორც ვხედავ (ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ადვოკატი) და ჩემს კონსტიტუციონალისტობას რამეში გამოვიყენებ, სანამ ეგეც ამიკრძალეს თან, გავერთობი“,- წერს ნიკა გვარამია თავის განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.