"ვეძებთ მოკლე ვადებში სომხეთისთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდის გზებს"

"ვეძებთ მოკლე ვადებში სომხეთისთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდის გზებს"

„სომხეთი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა, და მის ხალხს თავისუფლად შეუძლია ქვეყნის მიმართულების არჩევა.

პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა შუადღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოვხატე სომხეთის მიმართ სოლიდარობა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის ფონზე.

ვეძებთ მოკლე ვადებში სომხეთისთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდის გზებს. ასევე დავაჩქარებთ სამხრეთ კავკასიასთან და სამხრეთ კავკასიაში სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაზე მუშაობას, რაც დაეხმარება სომხეთის ეკონომიკურ კავშირებს უშუალო მეზობლებთან”, - წერს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი.