"უკრაინულმა დრონებმა, რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს"

"უკრაინულმა დრონებმა, რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს"

Telegram-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა დრონებმა, რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს.

ASTRA წერს, რომ ხანძარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეზერვუარების პარკის მიმართულებით გაჩნდა. ღამით მომხდარი აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებმაც გაავრცელეს.