უკრაინული თავდასხმების გამო მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

უკრაინული თავდასხმების გამო მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

 მედია წერს, რომ რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის. უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის რამდენიმე რეზერვუარს გაუჩნდა.

მედიის ცნობით, უკრაინამ რუსეთის არაერთ ობიექტს დაარტყა - მათ შორის დაბომბილია ქალაქ ტაგანროგში კურგანნეფტეპროდუქტის პორტის ნავთობტერმინალი, როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა და ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.

უკრაინული თავდასხმების გამო მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს.