უკრაინული მედია: ლიკვიდირებულია ჩეჩნური ქვედანაყოფის - Ахмат-ის ბატალიონის დაახლოებით 60 სამხედრო მოსამსახურე

უკრაინული მედია: ლიკვიდირებულია ჩეჩნური ქვედანაყოფის - Ахмат-ის ბატალიონის დაახლოებით 60 სამხედრო მოსამსახურე

უკრაინული მედიასაშუალებები Telegram-არხებზე ინფორმაციას ავრცელებენ და წერენ, რომ უკრაინამ ოკუპანტების მხარეს მებრძოლების ობიექტებს რაკეტებით არაერთხელ დაარტყა.

უკრაინული ონლაინ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმების შედეგად, ბოლო ორ დღეში ლიკვიდირებულია ჩეჩნური ქვედანაყოფის - Ахмат-ის ბატალიონის დაახლოებით 60 სამხედრო მოსამსახურე, არიან დაჭრილებიც.