უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის ქალაქ ლიპეცკში თბოელექტროცენტრალი და ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი იწვის
უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის ქალაქ ლიპეცკში თბოელექტროცენტრალი და ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი იწვის.
ინფორმაცია ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება.
ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატი რუსეთის ფედერაციაში ფოლადის უმსხვილესი მწარმოებელია და მთელი რუსული ფოლადის დაახლოებით 20%-ს აწარმოებს.
ხოლო, ლიპეცკის თბოელექტროცენტრალი სითბოთი უზრუნველყოფს ქალაქ ლიპეცკსა და რეგიონის რიგ სამრეწველო საწარმოებს