უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ეკატერინბურგში მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში აფეთქება მოხდა
უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ეკატერინბურგში მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში აფეთქება მოხდა. ტელეგრამზე გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა სწორედ კომპანიის ობიექტზე განხორციელდა.
რუსეთის საავიაციო სააგენტომ ეკატერინბურგის „კოლცოვოს“ აეროპორტში ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა, ხოლო სვერდლოვსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის რეჟიმი გამოცხადდა. ამ დროისთვის Wildberries-ს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.