უკრაინული დრონები ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალ მთავარ სახმელეთო მარშრუტზე მოძრავ სატვირთო ავტომობილებს ისევ უტევენ
უკრაინული დრონები ანექსირებული ყირიმისკენ მიმავალ მთავარ სახმელეთო მარშრუტზე მოძრავ სატვირთო ავტომობილებს ისევ უტევენ. ტელეგრამზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დარტყმების სამიზნე ნოვოროსიის ავტომაგისტრალზე მოძრავი სატვირთოებია. წინასწარი ინფორმაციით, ვიდეო ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში, მდინარე ობიტოჩნაიას მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.
საუბარია ავტომაგისტრალ R-280-ზე, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მომარაგებისთვის ერთ-ერთ მთავარ სახმელეთო დერეფანს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 20 ივლისს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის ე.წ ხელმძღვანელი ევგენი ბალიცკი ვლადიმირ პუტინს არწმუნებდა, რომ ეს მაგისტრალი „სრულად კონტროლდება“ და უკრაინული დრონების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.