უკრაინის უპილოტო ძალებმა რუსეთის გმირი, ნარან ოჩირ-გორიაევი მოკლეს
უკრაინის უპილოტო ძალებმა რუსეთის გმირი, ნარან ოჩირ-გორიაევი მოკლეს. ნარან ოჩირ-გორიაევი პუტინის მიერ იყო დაჯილდოებული. ის რუსეთის პრეზიდენტს პირადად აბარებდა ანგარიშს ქალაქ სევერსკის აღების შესახებ.
„უკრაინის უპილოტო ძალების „K-2“-ის მე-20 ცალკეული ბრიგადის პილოტებმა მიწას მიაბარეს საინტერესო ტიპი, სივერსკის „განმათავისუფლებელი“, რომელიც ბუნკერში მჯდომ ბაბუას აბარებდა ანგარიშს" - წერს უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ „მადიარ“ ბროვდი.