„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას კიდევ სამი ქვეყანა შეუერთდა"
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას კიდევ სამი ქვეყანა შეუერთდა
…შეთანხმებას შეუერთდნენ გერმანია, დიდი ბრიტანეთი და მოლდოვა.
ჩვენ გაცილებით ფართო მონაწილეთა წრეს ველოდებით. 16 - ეს მხოლოდ იურიდიული მინიმუმია. მოვუწოდებ ყველა კოლეგას, აქტიურად იმუშაონ სახელმწიფოების ამ ჩამონათვალის გასაფართოებლად. იმედი მაქვს, რომ დამატებითი განცხადებები უახლოეს დღეებში გაჟღერდება. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ“ - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა.
ამავე დროს, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირინა მუდრამ დაასახელა ქვეყნების სრული სია, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს საჯაროდ დაადასტურონ თავიანთი განზრახვა შეუერთდნენ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას სპეციალური ტრიბუნალის შესახებ. მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, ნიდერლანდები, გერმანია, სლოვენია, უკრაინა, ხორვატია და შვედეთი.