უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტს, კაროლ ნოვროცკის შეხვდა
"ეს იყო მნიშვნელოვანი და აუცილებელი საუბარი. ჩვენ ერთ საათზე მეტხანს ვისაუბრეთ. ჩვენ საერთო მტრის წინააღმდეგ ვართ - რუსეთის წინააღმდეგ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ურთიერთგაგება, მხარდაჭერა და ერთად ქმედების შესაძლებლობა.
ჩვენს ქვეყნებს ძლიერი ურთიერთობა სჭირდება" - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.