"უკრაინის მდგომარეობა გაუმჯობესდა კიდეც... ომში უკრაინამ შეძლო ფრონტის ხაზის შენარჩუნება და ზოგიერთ ადგილას პოზიციების გაუმჯობესებაც კი"
„ნამდვილად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ბოლო თვეებში ჩვენ გვაქვს საფუძველი მივიჩნიოთ, რომ უკრაინის მდგომარეობა გაუმჯობესდა კიდეც... ომში უკრაინამ შეძლო ფრონტის ხაზის შენარჩუნება და ზოგიერთ ადგილას პოზიციების გაუმჯობესებაც კი.
ის აგრძელებს საფუძვლის ჩაყრას ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რომელიც ეფუძნება რუსეთის მიერ იმის გაცნობიერებას, რომ ამ ომის გაგრძელება არა მხოლოდ დასაგმობია, არამედ მოსკოვისთვის სარგებლის მომტანიც არ იქნება...
ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი" - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში, ელბრიჯ კოლბიმ.