უკრაინის დედაქალაქში ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა
ოკუპანტებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. უკრაინის დედაქალაქში ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რამდენიმე რაიონში დაზიანდა საწყობები და დაიწვა მანქანები. ჩერნიგოვის ოლქში კი, თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაშავდა.