უკრაინელებმა ტულის ოლქში ქიმიური ქარხანა, ანექსირებულ ყირიმში კი საჰაერო თავდაცვის სისტემების დისლოკაციის ადგილები და აეროდრომი დაბომბეს

უკრაინელებმა ტულის ოლქში ქიმიური ქარხანა, ანექსირებულ ყირიმში კი საჰაერო თავდაცვის სისტემების დისლოკაციის ადგილები და აეროდრომი დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთის ტულის ოლქში ქიმიური ქარხანა, ანექსირებულ ყირიმში კი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების დისლოკაციის ადგილები და აეროდრომი დაბომბეს.

ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებენ და წერენ, რომ გასულ ღამეს ტულის ოლქი მასირებული თავდასხმის ქვეშ იყო. უკრაინული მედიის ცნობით, ქარხანა, რომელიც უკრაინელებმა დაბომბეს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც ამიაკს, აზოტმჟავას, მეთანოლსა და მინერალურ სასუქებს აწარმოებს, ასევე ქიმიურ ნედლეულს, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის დასამზადებლად გამოიყენება.

უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებები იყო ოკუპირებულ დონეცკსა და მოსკოვის ოლქშიც.