უკრაინელებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ სერპუხოვში მდებარე 75-ე არსენალი დაბომბეს
უკრაინელებმა მოსკოვის ოლქის ქალაქ სერპუხოვში მდებარე 75-ე არსენალი დაბომბეს. ინფორმაცია Telegram არხებზე ვრცელდება. მათი ცნობით, დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთ საამქროზე, რასაც ადგილზე აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა. „75-ე არსენალი“ სპეციალიზებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, რადიოლოკაციური სისტემებისა და დამხმარე კვანძების აღდგენასა და კაპიტალურ რემონტზე.
მაგალითად, ისეთების, როგორებიცაა C-300V, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკ-მ1“ და „ბუკ-მ2“, ასევე საჰაერო თავდაცვის მართვისა და სამეთაურო-საშტაბო მანქანების მომსახურებაზე.