უკრაინელებმა ლენინგრადის ოლქში კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
უკრაინელებმა ლენინგრადის ოლქში კირიშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაცია Telegram არხებზე ვრცელდება. მათი ცნობით „კირიშნეფტეორგსინთეზის“ სამრეწველო ზონაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ქარხანა სანქტ-პეტერბურგიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 110-115 კმ-ში მდებარეობს.
საწარმოს სიმძლავრე წელიწადში 20 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს შეადგენს. სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა რუსეთში და ერთადერთი მსხვილი ქარხანაა რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში.