უკრაინაში გაგზავნილი რუსი ახალწვეულების სიცოცხლის ხანგრძლივობა უშუალო საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ რაღაც 20-35 წუთია - Foreign Policy
ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რომელიც რუსი სამხედრო ბლოგერების მონაცემებს ეყრდნობა, დრონების თავდასხმებისა და ინტენსიური იერიშების გამო, უკრაინაში გაგზავნილი რუსი ახალწვეულების სიცოცხლის ხანგრძლივობა უშუალო საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ რაღაც 20-35 წუთია.
ამავე სტატიის მონაცემების მიხედვით, სამხედრო კონტრაქტზე ხელის მოწერიდან სასწავლო პოლიგონზე გატარებული დღეების ჩათვლით, ბრძოლაში დაღუპვამდე - ჯამში სულ რაღაც 10 დღიდან 3 კვირამდე პერიოდია.