უკრაინამ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში ელექტროსადგური, რუსეთის კრასნოდარის მხარეში კი ნავთობბაზა დაბომბა
უკრაინამ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში ელექტროსადგური, რუსეთის კრასნოდარის მხარეში კი ნავთობბაზა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ.
მედია წერს, რომ თავდასხმის შედეგად სამიზნე ობიექტებზე გაჩნდა ხანძარი. ადგილობრივების ცნობით, კრასნოდარის მხარეში პოლტავსკაიას ნავთობბაზაზე საწვავის სამი რეზერვუარი იწვის. აფეთქებების ხმა ისმოდა ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლშიც.