"უკრაინა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით აღიჭურვება" - მერცი
„შევთანხმდით, რომ დეტალებს საჯაროდ აღარ განვიხილავთ, რადგან მიგვაჩნია, რომ გარკვეული ბუნდოვანება აუცილებელია, განსაკუთრებით რუსული მხარისთვის, ამ სფეროში ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის მასშტაბებთან დაკავშირებით.
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინული არმია აღვჭურვოთ შესაბამისი მოქმედების დიაპაზონის მქონე შეიარაღების სისტემებით. ეს გაგრძელდება მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში, ასეთი შეიარაღების სისტემების უკრაინაში წარმოებამდეც კი“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით აღიჭურვება. „რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობდით უკრაინის მთავრობასთან შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, როგორც ჩვენ მათ ტექნიკურად ვუწოდებთ, პროექტების განსახორციელებლად. უკრაინის არმია იარაღის ასეთი სისტემებით აღიჭურვება“, - თქვა მერცმა.