"უკრაინა მტკიცედ დგას. ბოლო კვირების განმავლობაში მათ ტერიტორიები დაიბრუნეს და დამპყრობლებს მძიმე ფასი გადაახდევინეს"
„პუტინი საკუთარ თავს რასაც არ უნდა ეუბნებოდეს, რუსეთი უკრაინაში ომს არ იგებს" - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, კირ სტარმერი.
„რეალობა ასეთია - უკრაინა მტკიცედ დგას. ბოლო კვირების განმავლობაში მათ ტერიტორიები დაიბრუნეს და დამპყრობლებს მძიმე ფასი გადაახდევინეს.
ასე რომ, პუტინი საკუთარ თავს რასაც არ უნდა ეუბნებოდეს, ოთხი წლის შემდეგ სიმართლე ასეთია: რუსეთი უკრაინაში ომს არ იგებს. ისინი ვერ გაიმარჯვებენ და მათ უნდა შეწყვიტონ სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის გზაზე დაბრკოლებების შექმნა“ - განაცხადა სტარმერმა.
სტარმერი განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, მათ შორის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღებით.