"უკრაინა ფეხზე დადგება. მოსკოვი დაეცემა, როგორც ნებისმიერი სხვა ბოროტების იმპერია"

"უკრაინა ფეხზე დადგება. მოსკოვი დაეცემა, როგორც ნებისმიერი სხვა ბოროტების იმპერია"

"51 თვე სრულმასშტაბიანი რუსული შემოჭრიდან. კიევზე კიდევ ერთი მასიური თავდასხმა. უკრაინელი დამცველების კიდევ ერთი ტიტანური ბრძოლა ჩვენი ცისთვის. და კვლავ ცალკეული პარტნიორების მჭევრმეტყველი დუმილი. სამწუხაროდ, არის მსხვერპლნი. ჩემი ღრმა სამძიმარი ოჯახების მიმართ, რომლებმაც დღეს დაკარგეს საყვარელი ადამიანები, ყველა დაჭრილს კი სწრაფი გამოჯანმრთელება.

უდიდესი მადლიერება ჩვენს მაშველებს, მედიკოსებს და საჰაერო თავდაცვის ძალებს, რომლებიც ზებუნებრივ საქმეებს აკეთებენ სიცოცხლის გადასარჩენად. უკრაინა ფეხზე დადგება. მოსკოვი დაეცემა, როგორც ნებისმიერი სხვა ბოროტების იმპერია, მაგრამ ისტორია დაიმახსოვრებს არა მხოლოდ მათ, ვინც იბრძოდა, არამედ მათაც, ვინც თვალს არიდებდა. მათ, ვინც დღეს დუმილს ირჩევს, მოუწევთ ამის შედეგებთან ცხოვრება. ნუ გაჩუმდებით. არჩევანი თქვენზეა." - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი.