"უკრაინა არის მსხვერპლი და აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით"
"მინდა აქ, ვარშავაში კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა ის, რაც ადრეც მითქვამს: უკრაინა არის მსხვერპლი და აქვს სრული უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით.
ამისთვის ხაზგასმა მსურს იმიტომ, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული იყო ბუდაპეშტის მემორანდუმით, რომელსაც ხელი 1994 წელს მოეწერა, ასე იყო 2014 წლამდე...
ერთადერთი მიზანი, რაც ყველას უნდა ჰქონდეს არის დაუყოვნებელი, ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტა“ - განაცხადა უნგრეთის ახალმა პრემიერმა პეტერ მადიარმა ვარშავაში ვიზიტისას.
მან პოლონეთის პრემიერ, დონალდ ტუსკთან საერთო ბრიფინგი გამართა.