"უკრაინა ამ ომში მხოლოდ საკუთარ თავს არ იცავს. რუსეთს ჩვენი ტერიტორია სჭირდება იმისთვის, რომ სხვების ტერიტორიები მიიტაცოს"

"უკრაინა ამ ომში მხოლოდ საკუთარ თავს არ იცავს. რუსეთს ჩვენი ტერიტორია სჭირდება იმისთვის, რომ სხვების ტერიტორიები მიიტაცოს"

"უკრაინა ყოველთვის გამოხატავს მადლიერებას და ყოველთვის მკაფიოდ გვახსოვს, ვინ და როგორ დაგვიჭირა მხარი ამ ომის დაწყების შემდეგ. მაგრამ თანაბრად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპისთვის, ყველა პარტნიორს ახსოვდეს, რომ უკრაინა ამ ომში მხოლოდ საკუთარ თავს არ იცავს. რუსეთს ჩვენი ტერიტორია სჭირდება იმისთვის, რომ სხვების ტერიტორიები მიიტაცოს. თუ ის წარმატებას მიაღწევს ერთ ქვეყანასთან, ერთ მეზობელთან, იმავეს გააკეთებს სხვებთანაც.

სწორედ ასე მოქმედებდა რუსეთი: მოლდოვის ნაწილი, საქართველოს ნაწილები, ყირიმის მიტაცება და დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება. სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შეჩერება მხოლოდ რეალური ძალით და ყველა პარტნიორის მხრიდან რეალური პრინციპული სიმტკიცით არის შესაძლებელი. აი, რა არის მნიშვნელოვანი - პრინციპული სიმტკიცე.

ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებსა და ევროპულ სახელმწიფოებს. იმისთვის, რომ ევროპაში იყოს რეალური მშვიდობა და რუსეთი შეჩერდეს, აუცილებელია ღირსეული პირობები და უკრაინის პატივისცემა. უსაფრთხოების ყველა საკვანძო განზომილებაში - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების გარანტიები, ევროკავშირში გაწევრიანება და ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის რეალური აღდგენა. ჩვენ ვმუშაობთ ღირსეული მშვიდობისთვის. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით დგას, ვინც უკრაინის გვერდით დგას! დიდება უკრაინას!" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.